კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. მონაცემთა დამმუშავებელი
თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელია „Clean Door“ (რეკვიზიტები იხილეთ §7-ში). წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, რა მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნით და რა უფლებები გაქვთ.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- საკონტაქტო მონაცემები: სახელი და გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
- მისამართი: კორპუსი, სადარბაზო და ბინის ნომერი, რაც აუცილებელია სერვისის ფიზიკურად მიწოდებისთვის;
- სერვისის ჩანაწერები: ვიზიტების ისტორია, გამოწერის სტატუსი და გადახდის თარიღები.
3. საბანკო ბარათის მონაცემები
გადახდა სრულად ხორციელდება ლიცენზირებული საბანკო პროვაიდერის დაცულ გვერდზე. კომპანია არ აგროვებს, არ ამუშავებს და არ ინახავს თქვენი ბარათის ნომერს, ვადას ან CVV კოდს, ასევე არ ინახავს ბარათის ტოკენს განმეორებითი ჩამოჭრისთვის. ჩვენს სისტემაში ფიქსირდება მხოლოდ გადახდის ფაქტი, თანხა და თარიღი.
4. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
- სერვისის მიწოდება და ასისტენტის მარშრუტის დაგეგმვა;
- გამოწერის და გადახდის ვადების აღრიცხვა;
- მომსახურებასთან დაკავშირებული შეტყობინებების გაგზავნა (ვიზიტის დასტური, გადახდის შეხსენება, სერვისის გააქტიურება);
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და მისი მოთხოვნების დამუშავება;
- სერვისის ხარისხის გაუმჯობესება აგრეგირებული, არაიდენტიფიცირებადი სტატისტიკის საფუძველზე.
5. შენახვა და უსაფრთხოება
მონაცემები ინახება Google Firebase-ის დაცულ ინფრასტრუქტურაში. წვდომა შეზღუდულია როლებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესებით და აქვს მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილ პერსონალს. მონაცემებს ვინახავთ სერვისით სარგებლობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან იმ ვადით, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა (მათ შორის საგადასახადო აღრიცხვის მიზნებისთვის).
6. მესამე მხარეები
ჩვენ არ ვყიდით და არ ვცვლით თქვენს მონაცემებს. მონაცემები მესამე მხარეს გადაეცემა მხოლოდ: (ა) ლიცენზირებულ საბანკო პროვაიდერს, გადახდის დამუშავების ფარგლებში; (ბ) ტექნიკურ პროვაიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პლატფორმის მუშაობას (ჰოსტინგი, ელ-ფოსტის დაგზავნა), მხოლოდ საჭირო მოცულობით; (გ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. თქვენი უფლებები და კონტაქტი
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების ნახვა, გასწორება, განახლება ან წაშლა, ასევე უარი თქვათ სარეკლამო შეტყობინებებზე. მოთხოვნის შემთხვევაში პასუხს მიიღებთ არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
- იურიდიული პირი
- ინდ. მეწარმე მარიეტა თათეშვილი
- საიდენტიფიკაციო კოდი (ს/ნ)
- 47001010808
- ელ-ფოსტა
- M.tateshvili@gmail.com
- საკონტაქტო ტელეფონი
- +995 593 00 00 93
სერვისის პირობები იხილეთ წესებსა და პირობებში, თანხის დაბრუნების წესები კი თანხის დაბრუნების პოლიტიკაში.