თანხის დაბრუნების და გაუქმების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის ივლისი

1. გამოწერის გაუქმება

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს სერვისის გამოწერა პერსონალური პორტალიდან. გაუქმების შემთხვევაში, უკვე გადახდილი მიმდინარე თვის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. მომხმარებელი გააგრძელებს სერვისის მიღებას გადახდილი ვადის ამოწურვამდე, რის შემდეგაც მომსახურება ავტომატურად შეწყდება.

2. სერვისის შეჩერება (პაუზა)

მომხმარებელს შეუძლია დროებით შეაჩეროს (დააპაუზოს) სერვისი. შეჩერებული დღეების შესაბამისი თანხა არ ბრუნდება, თუმცა გამოუყენებელი დღეები ავტომატურად ემატება მომხმარებლის აქტიურ პაკეტს. შესაბამისად, მომდევნო გადახდის თარიღი გადაიწევს გამოყენებული პაუზის დღეების პროპორციულად.

3. გამონაკლისი შემთხვევები (Refund)

თანხის სრულად ან ნაწილობრივ უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია საკუთარი ინიციატივით, ტექნიკური ან საოპერაციო მიზეზების გამო ვერ აწვდის მომხმარებელს სერვისს დადგენილი გრაფიკით. ასეთ შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ იმავე საბანკო ბარათზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა, 2-დან 5 სამუშაო დღის ვადაში.

სერვისის პირობები

გამოწერის, გადახდისა და მხარეთა ვალდებულებების სრული აღწერა იხილეთ წესებსა და პირობებში.