წესები და პირობები
1. სერვისის აღწერა და გეოგრაფიული არეალი
„Clean Door“ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ასისტენტ-სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის კართან დატოვებული პაკეტების გატანას წინასწარ დადგენილი გრაფიკით. სერვისით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, კომპანიის მიერ წინასწარ დამტკიცებულ კორპუსებში.
სერვისი ხორციელდება კვირაში 7 დღე, დასვენებისა და უქმე დღეების ჩათვლით. ასისტენტის ვიზიტი სრულდება ყოველ დილით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში.
2. გადახდა და ტარიფები
სერვისი მუშაობს წინასწარი გადახდის (Prepaid) სააბონენტო მოდელით. მომხმარებელი იხდის 1 თვის საფასურს წინასწარ. ვებ-გვერდზე საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება ლიცენზირებული საბანკო პროვაიდერის დაცული გვერდის მეშვეობით. კომპანია არ ინახავს, არ ამუშავებს და არ აქვს წვდომა თქვენი საბანკო ბარათის დეტალებზე.
სერვისის სტანდარტული ღირებულება განისაზღვრება ფიქსირებული თვიური ტარიფით - 70 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).
მომხმარებლის მიერ სერვისის შეძენა და გადახდის პროცესი იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია დაადასტურებს კონკრეტულ მისამართზე (კორპუსში) სერვისის ხელმისაწვდომობას და გაააქტიურებს მას. მოლოდინის რეჟიმში მყოფი მომხმარებლისგან თანხის ჩამოჭრა არ ხდება.
3. პაკეტების მიწოდება
სერვისის გააქტიურებისთანავე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ცალი სპეციალური პაკეტი. მარაგის ამოწურვისას, მომხმარებელს აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია მოითხოვოს ახალი რულონი, რომელსაც ჩვენი გუნდი უახლოეს ვიზიტზე მიაწვდის.
4. მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია პაკეტი მოათავსოს კართან 10:00 საათამდე, ვიზიტის დაწყებამდე. თუ ასისტენტის ვიზიტისას პაკეტი არ დახვდათ, ფაქტი ფიქსირდება და მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინება.
მკაცრად იკრძალება პაკეტში ადვილად აალებადი, თხევადი, ტოქსიკური, სამშენებლო ან საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდული სახიფათო ნივთიერებების მოთავსება. მსგავსი ფაქტის აღმოჩენისას, კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს მომხმარებელს სერვისი თანხის დაბრუნების გარეშე.
5. კომპანიის რეკვიზიტები და კონტაქტი
- იურიდიული პირი
- ინდ. მეწარმე მარიეტა თათეშვილი
- საიდენტიფიკაციო კოდი (ს/ნ)
- 47001010808
- იურიდიული მისამართი
- ქ. თბილისი, ზურაბ ავალიშვილის 12, ბინა 201
- ელ-ფოსტა
- M.tateshvili@gmail.com
- საკონტაქტო ტელეფონი
- +995 593 00 00 93
თანხის დაბრუნებისა და გაუქმების პირობები იხილეთ თანხის დაბრუნების პოლიტიკაში, პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები კი - კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.